Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა „ჯანდაცვის კავშირის“ შექმნისა და ემისიის კიდევ უფრო შემცირების მოწოდებით


ურზულა ფონ დერ ლაიენი
ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის კომისიის პრეზიდენტი გამოვიდა სოლიდარობის მოწოდებით, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და მხარი დაუჭირა ევროკავშირში ჯანდაცვის სისტემის უფრო გაძლიერებას.

„ჩემთვის სრულიად ნათელია: გვჭირდება უფრო ძლიერი ჯანდაცვის ევროპული კავშირი. უნდა გავაძლიეროთ კრიზისებისთვის ჩვენი მზადყოფნა და ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხეების მენეჯმენტი“, განაცხადა 16 სექტემბერს ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტისადმი თავის პირველ ყოველწლიურ მიმართვაში.

ფონ დერ ლაიენის თქმით, მისი ხელმძღვანელობით ევროკომისია შეეცდება გააძლიეროს ფარმაცევტული საშუალებების ევროპული სააგენტო და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი.

კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ბიოსამედიცინო კვლევისა და განვითარების ახალი ევროპული სააგენტოს შექმნა.

ჯანდაცვის სფეროში პასუხისმგებლობა კვლავაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეკისრებათ. ეროვნულ დონეზე შეზღუდვები და სასაზღვრო რეგულაციები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად ბრიუსელის მოწოდებისა, კოორდინირებულად იმოქმედონ პანდემიის წინააღმდეგ.

ევროპის კავშირის ლიდერმა კლიმატური ცვლილებების თაობაზე განაცხადა, რომ ევროპის კომისია გამოვა წინადადებით, 2030 წლისთვის ევროპაში სათბურის გაზების ემისია 55%-ით შემცირდეს 1990 წლის დონესთან შედარებით. ამჟამად ევროკავშირის გეგმაა ემისიის 40%-ით შემცირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG