Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურზულა ფონ დერ ლაიენი: „ევროპის კავშირი ბელარუსის ხალხის მხარესაა“


ურზულა ფონ დერ ლაიენი
ურზულა ფონ დერ ლაიენი

„ევროპის კავშირი ბელარუსის ხალხის მხარესაა“, განაცხადა დღეს ევროპარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი სიტყვებით, ევროკავშირში გაოცებული არიან მინსკში დამოუკიდებლობის მოედანზე გამართული მასობრივი დემონსტრაციებისა და ქალთა მარშების მონაწილეთა სიმამაცით.

„ბელარუსის ხალხს უფლება უნდა ჰქონდეს, თავისუფლად განკარგოს საკუთარი ბედი, ის არ არის პაიკი ვინმეს საჭადრაკო დაფაზე“, თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა და დაადასტურა ევროკავშირის პოზიცია, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

ფონ დერ ლაიენმა ამ კონტექსტში ახსენა რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობებიც, მიმართა რა მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირების მომხრეებს. მისი აზრით, ალექსეი ნავალნის მოწამვლა არის არა ერთეული შემთხვევა, არამედ ის ეწერება რუსეთის ხელისუფლების მოქმედებათა ჯაჭვში საქართველოსა და უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში (სადაც მოწამლეს გრუ-ს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი), ასევე უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში. „არავითარი გაზსადენი ამას არ შეცვლის“, თქვა მან და, როგორც ჩანს, იგულისხმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი. რუსეთის მიმართ შესაძლო სანქციებზე ფონ დერ ლაიენს არ ულაპარაკია.

ევროკავშირს არ უცვნია ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები, რომელთა მიხედვით დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG