Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

64% ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა - IRI-ის კვლევა


აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

კითხვაზე - კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა? 25% პასუხობს, რომ დიდწილად გაუარესდა. 39% კი ამბობს, რომ უფრო გაუარესდა.

გამოკითხულთა 32%-ის თქმით, მათ ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა.

მეთოდოლოგია

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 75 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG