Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოდგომის მოსვლის პლეილისტი


აი, 17 სექტემბრიდან უკვე ნამდვილი შემოდგომა მოვიდა. მაისურისთვის უკვე ცივა. ჰოდა, მეც ვიფიქრე, მორიგი პლეილისტი გავაკეთო მეთქი, ამინდისა და სეზონის შესაბამისი.

ოღონდ ეს წინა მსგავსი ნაკრებებისგან განსხვავდება. შთაგონება დემნა გვასალიასგან ავიღე და ისეთი სიმღერები კი არ შევარჩიე, რომლებიც მგონია რომ მოგეწონებათ, არამედ ისინი, რასაც თავად ვუსმენ ხოლმე ამ დროს. აბა, ისე Opeth-ით არ შეგაწუხებდით. დეს მეტალთან ჩახუტებული პროგი ყველასთვის ნამდვილად არაა, მაგრამ, რავი, იქნებ თქვენც გესიამოვნოთ.

ჰოდა, ამინდის და სეზონის განწყობა სუბიექტური რამეა. ბევრისთვის შემოდგომა, რა ვიცი, რთველთან და მხიარულებასთანაა დაკავშირებული (ვინ მხიარულობს ამ კორონობისას ნეტა, მაგრამ ჰა, კაცია და გუნება) და კიდევ საწნახელთან და ეგეთ რამეებთან.

ჩემთან კიდე უფრო სევდა სიმღერები მოაქვს. განსაკუთრებულად დეპრესიულები და ბნელები კი არა - თუმცა არის იქ ერთი ორი ეგეთიც - არამედ უფრო მხიარულ-სევდიანიანები და ცოტა აჭრილები.

აქვე, რახან პირველი თვალი მაინც ყველას პუგაჩოვასკენ გაექცევა - ჯერ ერთი, დემნამ გაახსნილა, თავის პლეილისტში რომ ჩასვა. მეორე - მართლა ვუსმენ ხოლმე ზოგჯერ. მესამე - რახან რუსულია მაგიტომ შეიძლება ტეხავდეს, ბაზარი არაა, მაგრამ, როგორც წესი, უფრო ესტრადა ეპრობლემებათ ხოლმე, ვიდრე ის ფაქტი, რომ ოკუპანტის ენაზეა. დემნასთანაც (აი, მესამედ ვახსენე და შეიძლება არ იცოდეთ რაზეა ლაპარაკი და ბარემ მოკლედ აქვე გეტყვით. დემნა გვასალიამ დადო თავისი ასოთხმოცსიმღერიანი პლეილისტი, სადაც ბევრი სხვადასხვანაირი სიმღერაა - უამრავი მერილინ მენსონი, შადე, 33ა, კანიე და ჰო, მილიონალიხროზიცაა) „აგატა კრისტიზე“ ხმა არავის ამოუღია, ალა რატომააო, უფრო იმას კითხულობდნენ. ჰოდა, დიდი ეჭვი მაქვს „აკვარიუმთან“ პრობლემა არავის ექნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულია. ჰოდა, რაღა დაგიმალოთ და, ათიდან რვაჯერ ალა ბარისოვნას მოსმენას ვარჩევდი ბეგეს.

მიჩივლეთ, სადაც გინდათ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG