Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი კეტავს საზღვრებს ლიეტუვასთან და პოლონეთთან


ბელარუსი კეტავს საზღვრებს ლიეტუვასთან და პოლონეთთან. უკრაინასთან საზღვარს გააძლიერებენ. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა.

„იძულებული ვართ, ქუჩებიდან გავიყვანოთ ჯარები, ნახევარი არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ და ჩავკეტოთ სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით,“ თქვა ლუკაშენკამ ქალთა ფორუმზე გამოსვლისას.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქცია იტყობინება, ჯერჯერობით არაა ნათელი, როგორ მოხერხდება ლუკაშენკას სიტყვების პრაქტიკული განხორციელება.

თავის გამოსვლაში ლუკაშენკამ განაცხადა, რომ არ სჭირდება სხვა სახელმწიფოების მიერ არჩევნების აღიარება და შეაქო „ომონი“ საპროტესტო აქციების დროს მოქმედებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG