Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასეულობით ხასიდმა მომლოცველმა დატოვა ბელარუს-უკრაინის საზღვარი მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეაჩერეს


ბრესლოვის ხასიდთა მოძრაობის ასეულობით მიმდევარმა, რომლებსაც სურდათ ჩასულიყვნენ უკრაინის ქალაქ უმანში, რათა აღენიშნათ ებრაული ახალი წელი - კოშ ჰაშანა, დაიწყო ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიის დატოვება მას მერე, რაც მათ უარი უთხრეს უკრაინაში შესვლაზე უცხოელთა მიმართ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად.

უკრაინის სასაზღვრო დაცვამ განაცხადა 18 სექტემბერს, რომ დაახლოებით ათასამდე მლოცველი ელოდებოდა უკრაინაში შესვლის უფლებას და მათგან მხოლოდ 600 დარჩა, დანარჩენებმა დატოვეს ტერიტორია. კიევმა დადასტურა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების ზომების გამო.

ბრესლოვის ხასიდთა მოძრაობის ათეულათასობით მიმდევარი ჩადის ყოველ წელიწადს უკრაინაში, უმანში, ებრაული ახალი წლის აღსანიშნავად, მოძრაობის დამაარსებლის, 1810 წელს იქ გარდაცვლილი, რედ ნახმანის საფლავზე.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა გასულ კვირას, რომ უმანში წელს დაახლოებით სამი ათასი მომლოცველი ჩავიდოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG