Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაშია


აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი, კიდევ ოთხის გამოჯანმრთელებას დღეს ელიან.

ბათუმში, შვიდ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 486 პაციენტი მკურნალობს. კოვიდკარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 347 ინფიცირებული.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 187-ს მიუახლოვდა. ინფიცირებულთა გეოგრაფიული გადანაწილების შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა.

ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით:

  • აჭარა - 116;
  • თბილისი - 30;
  • იმერეთი - 15;
  • სამეგრელო - 11;
  • გურია - 4;
  • კახეთი - 3;
  • შიდა ქართილი- 3
  • ქვემო ქართლი - 2;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ჯამში 3 306 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 481 განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG