Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამტრედიაში "ჯეო ჰოსპიტალსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა


სამტრედიაში "ჯეო ჰოსპიტალსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირება მას შემდეგ დადგინდა, რაც ის კლინიკაში გეგმურად შეამოწმეს. თვითიზოლაციაშია გადასული მისი ყველა "კონტაქტი".

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომელი სამკურნალოდ ქუთაისშია გადაყვანილი. გიორგიძის ინფორმაციითვე, გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 658 ნიმუში აიღეს და აქედან 15 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი. როგორც სამმართველოში განმარტავენ, პაციენტთა ნაწილი უკვე გადაყვანილია კლინიკებში, ნაწილს დღის განმავლობაში გადაანაწილებენ.

​ბოლო 24 საათში ვირუსი 187 პირს დაუდასტურდა. ყველაზე მეტი შემთხვევა (116) აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირების მაჩვენებლით იმერეთი (15) თბილისის (30) შემდეგაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ჯამში 3 306 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 481 განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG