Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოქტობერფესტის“ ერთგულმა ქომაგებმა მიუნხენში პანდემიის პირობებში ლუდის მცირე ფესტივალი დაიწყეს  


მიუნხენის სახელგანთქმული ლუდის ზეიმი, „ოქტობერფესტი“, რომელიც 19 ოქტომბერს იწყება ხოლმე, პანდემიის პირობებში არ შედგება კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

თუმცა, ის უჩვეულოდ გაიმართება: ქალაქის ლუდხანები ლუდის ფესტივალის მინი-ვერსიას აწყობენ. ქალაქის 54-მა ლუდხანამ მოსაწვევები დააგზავნეს და ლუდის მოყვარულები მიიწვიეს მცირე თავყრილობებზე მას მერე, რაც გავრცელდა ხმა, რომ ლუდის მოყვარულები მაინც აპირებდნენ „ტერეზიენვიზეზე“, ტრადიციულ ადგილას შეკრებას, „ოქტობერფესტის“ გაუქმების უგულებელყოფას და ლუდის სმას. ქალაქის ხელისუფლებამ „ტერეზიენვიზეზე“ ალკოჰოლიანი სასმელების მიღება აკრძალა.

„მინი-ოქტობერფესტი“ ლუდხანებში დაიწყო 19 სექტემბერს ლუდის კასრების ტრადიციული გახსნით და ის 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„ოქტობერფესტი“ მეორე მსოფლიო ომის დასულების შემდეგ არ გაუქმებულა. მასზე ჩვეულებრივ ექვს მილიონამდე სტუმარი ჩადის მთელი მსოფლიოდან.

ლუდის ფესტივალი გაუქმდა კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო. მიუნხენში 100 ათას მცხოვრებზე ახლა კოვიდის 48-მდე შემთხვევა მოდის. თუ ეს რიცხვი 50-ს მიაღწევს, ქალაქს მოუწევს მკაცრი შეზღუდვების შემოღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG