Accessibility links

ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაშია, თბილისში - 30


20 სექტემბრის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. დღეს კიდევ ორის გამოჯანმრთელებას ელიან.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში PCR-ტესტირება ჩაუტარდა 4 000-მდე მოქალაქეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 519 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 377 ინფიცირებული.

"ყველაზე ცხელ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი და იგივე რიცხვებია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ და იმედია, რომ მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენი წერტილები არ არის დიდი რაოდენობით და ამათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციას ხანმოკლე პერიოდიც ეყოფა", - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია. მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევები გეოგრაფიულად ასე ნაწილდება:

  • 128 აჭარა
  • 30 თბილისი
  • 19 ქუთაისი
  • 6 სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • 5 ქვემო ქართლი
  • 4 გურია
  • 2 მცხეთა-მთიანეთი
  • 1 შიდა ქართლი
  • 1 კახეთი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG