Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ლუკაშენკას მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებში


 საპროტესტო გამოსვლა გროდნოში, 20 სექტემბერი, 2020 წელი.
საპროტესტო გამოსვლა გროდნოში, 20 სექტემბერი, 2020 წელი.

ოპოზიციის ათასობით მომხრე გავიდა ბელარუსის ქალაქების ქუჩებში 20 სექტემბერს. დემონსტრაცია გაიმართა მინსკის ცენტრში.

ხელისუფლებამ დაჯავშნილი სამხედრო სატვირთო მანქანები გამოიყვანა ქუჩებში.

საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს ხელში ეჭირათ თეთრ-წითელი დროშები და გაიძახოდნენ ცნობილი ლოზუნგს: „წადი!“, რომელიც მიმართულია ლუკაშენკასკენ.

დღის ბოლოსკენ პოლიციამ ბელარუსში დააკავა 30-ზე მეტი დემონსტრანტი, იტყობინება უფლებადამცავი ორგანიზაცია „ვიასნა“.

დემონსტრანტები აპირებდნენ ბელარუსის უზენაეს სასამართლოსთან მისვლას პლაკატებით, რომლებზეც იქნებოდა „სახალხო სასამართლოს კანდიდატების“, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების გვარები, რომლებიც დემონსტრაციების დარბევაში მონაწილეობდნენ.

არაერთ ქალაქში სპეცრაზმმა დააკავა აქციების მონაწილეები. გროდნოში ათეულობით პირი დააკავეს, მათ შორს ორსული ქალი, რომელიც მალევე გაუშვეს.

დემონსტრანტების დაკავებას ბრესტში თან ახლდა ძალადობა, შავ ფორმიანმა პოლიციელები შედიონენ დემონსტრანტთა რიგებში და გაჰყავდათ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები. ბევრი არ ემორჩილებოდა მათ, რასაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან ჰაერში გასროლა, რის შემდეგად ხალხი გაიფანტა.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ ეწყობა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ.

ოპოზიცია, რომლის წევრების ნაწილი აიძულეს უცხოეთში წასულიყო, ნაწილი კი, დაკავებულია, ასევე დასავლეთის ქვეყნები, თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. მასში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა ლუკაშენკა, რომელიც 26 წელია მართავს ქვეყანას ავტორიტარული მანერით. გამოსვლებს ახლდა პოლიციის მხრიდან ძალადობა, დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი.

XS
SM
MD
LG