Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრა ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს, თალიბებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკების ფონზე


თალიბანის დელეგაციის წევრები ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებაზე დოჰაში, ყატარში.
თალიბანის დელეგაციის წევრები ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებაზე დოჰაში, ყატარში.

სულ მცირე ცხრა ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს თავდასხმისას 20 სექტემბერს, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკების ფონზე.

უშიშროების სამსახური იტყობინება, რომ ცხრა ჯარისკაცი თალიბებმა მოკლეს ჩრდილოეთის პროვინცია თახარში. თავდასხმა მოხდა დაშთ-ე-ყალას რაიონის სოფელ ნავ აბადში და ერთ საათში დასრულდა. თალიბებმაც განიცადეს ზარალი, თუმცა მათი დანაკარგის შესახებ ზუსტი ცნობა არ მოგვეპოვება, განაცხადა წყარომ.

თავდასხმის ფონია მხარეებს შორის მოლაპარაკება სპარსეთის ყურეში, ყატარში.

მოლაპარაკება, რომელიც თებერვალში ვაშინგტონის მიერ თალიბებთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია, დაიწყო 12 სექტემბერს პატიმრების გაცვლის საკითხზე ხანგრძლივი უთანხმოების შემდეგ.

მოლაპარაკებაზე განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას, ქალების და უმცირესობების უფლებებს და ათასობით თალიბის განიარაღებას. მოლაპარაკების მიუხედავად, რადგან თალიბანი არ არის ცეცხლის საბოლოო შეწყვეტაზე ყაბულს, თავდასხმები გრძელდება, არის მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორისაც,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG