Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრემიერის მოადგილე კოვიდ-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა


უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, უქთამ ბარნოევი.
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, უქთამ ბარნოევი.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, უქთამ ბარნოევი, კოვიდ-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა გერმანიის საავადმყოფოში ორი თვის შემდეგ მას მერე, რაც კორონავირუსის ინფექცია დაუდგინეს.

56 წლის პოლიტიკოსს ინსულტი დაემართა უზბეკეთში მკურნალობის დროს. ბარნოევი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროს ზედამხედველობდა. ადრე ის ბუხარის პროვინციის გუბერნატორი იყო.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ბარნოევი „სერიოზულ მდგომარეობაში“ იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს, როცა ვირუსი შეეყარა.

კოვიდ-19-ით დაიღუპნენ უზბეკეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის, ერქინ ტურსუნოვი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, და მუსო ერნიოზოვი, ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე.

უზბეკეთში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა 15 მარტს გამოვლინდა. 21 სექტემბერს ამ ქვეყანაში თითქმის 52 ათასი შემთხვევა იყო აღრიცხული, გარდაცვლილთა რიცხვი 435-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG