Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ შილდაში მეცხვარე ამბობს რომ 8 000 ლარის ღირებულების ყველი მოპარეს


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები მეცხვარე ამბობს, რომ საკუთარი სახლიდან 12 გუდა ცხვრის ყველი მოპარეს, რომელიც დაახლოებით 8000 ლარის ღირებულებისაა. უკვე 10 დღეა მომხდარის შესახებ იცის პოლიციამ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, თუმცა ძალოვან უწყებას ჯერ არავინ დაუკავებია.

დაზარალებული დავით ფაჩოშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი ნამუშევარი, რომელიც უკვე აღარ აქვს. მას 400 სული ცხვარი ზაფხულის საძოვრებზე მთაში ჰყავს. ყველი მთიდან ბარში ახალი ჩატანილი ჰქონდა.

მეცხვარის თქმით, ქურდობა მოხდა ღამით რა დროსა სახლში იმყოფებოდნენ დედა და მუღლე, თუმცა დაზარალებულის თქმით, ქურდებმა ისე იმოქმედეს, რომ ოჯახში ვერავინ ვერაფერი გაიგო.

ყველის მოპარვის ფაქტზე გამოძიებას შს სამინისტროს ყვარლის პოლიცია აწარმოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG