Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე მევახშეობის კანონით დასჯის ინიციატივით გამოდის


„ტვ პირველის“ ეთერში „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ახალი ინიციატივა დაასახელა, რაც ითვალისწინებს საქართველოში მევახშეობის აკრძალვას.

ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს ხშირად ერევათ, საიდან აიღეს სესხი.

„ადამიანები მოდიან და ამბობენ, რომ ბანკის დიდი ვალი აქვთ. ვეკითხები, რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაითქვეს და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნეს? მეუბნებიან: „არა“. მეუბნებიან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ვიღაც კერძო პირის თემას“, - ამბობს ხაზარაძე და საზოგადოებას აცნობს პარტიის ხედვას, - „პირდაპირ მინდა აქ ინიციატივით გამოვიდე. სხვადასხვა ეთერში გადის ძალიან არაეთიკური სარეკლამო რგოლები და პირადად მე „მამკობენ“ სიტყვა „მევახშით“. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო „მევახშე“. ქართული განმარტებითი ლექსიკონით მევახშე არის კერძო პირი, რომელიც სესხულობს მეორე პირს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG