Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში ჩატარდა ლუკაშენკას ინაუგურაცია, რომლის შესახებ ადრე არ იტყობინებოდნენ


ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინაუგურაცია, მინსკი, 23 სექტემბერი, 2020 წელი.
ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინაუგურაცია, მინსკი, 23 სექტემბერი, 2020 წელი.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარდა ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ პრეზიდენტის თანამდებობის კიდევ ერთი, მეხუთე ვადით დაკავების ცერემონია. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო БелТА-მ.

ინაუგურაცია საიდუმლოდ მომზადდა. მისი თარიღი წინასწარ ცნობილი არ იყო.

ლუკაშენკას პრეზიდენტობის წინააღმდეგ და ახალი არჩევნების მოთხოვნით ქვეყნის ქალაქებში კენჭისყრის, 9 აგვისტოს, შემდეგ გრძელდება საპროტესტო გამოსვლები.

სააგენტოს თანახმად, ინაუგურაციაზე მიწვეული იყო ასამდე პირი.

ლუკაშენკამ, რომელმაც ოფიციალური შედეგებით ამომრჩეველთა 80 პროცენტი მიიმხრო, ფიცი წარმოთქვა.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამარჯვებას არჩევნებში, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევა, არ აღიარებენ დასავლეთის ქვეყნები და ბელარუსის ოპოზიცია, რომლის წარმომადგენელთა ნაწილი აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა, ნაწილი - საპატიმროშია.

პოლიციის მიერ სასტიკად იქნა ჩახშობილი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა დროს ათასობით დემონსტრანტი დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია დაკავებულების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG