Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ის "ძალა ერთობაშიას" სახელით ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებში იყრის კენჭს. სია პარტიის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა წარადგინა.

ნანუკა ჟორჟოლიანს მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს. ახლა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გადაცემა "სხვა ნანუკა" მიჰყავს.

ამ ოლქში მანამდე გენერალ დევი ჭანკოტაძის კანდიდატი წარადგინა "ნაციონალურმა მოძრაობამ", თუმცა ახლა გადაწყვეტილება შეცვალა.

პარტიამ 30 მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 25 კანდიდატი დაასახელა, დარჩენილი 5 მაჟორიტარობის კანდიდატი სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან არის შეთანხმებული

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG