Accessibility links

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი აქვს


კორონავირუსი დაუდასტურდა იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ თავდამსხმელს, 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს. კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელი სახლში, კარანტინში იმყოფება. "მილანის" ცნობითვე, გუნდის სხვა წევრების ტესტირების პასუხი უარყოფითია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 24 სექტემბერს ტვიტერზე დაწერა, რომ წინა დღეს ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, მეორე დღეს კი - დადებითი. ფეხბურთელის თანახმად, მას არანაირი სიმპტომები არ აქვს. როგორც იბრაჰიმოვიჩი წერს, კოვიდს ეყო სითამამე მის გამოსაწვევად, რაც ცუდი იდეაა.

რამდენიმე ხნის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა „მილანის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს, ლეო დუარტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG