Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის „ბარბაროსულმა“ სანქციებმა დააზიანა ირანი


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 26 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვაში ირანელებს მოუწოდა, რომ ეკონომიკური სანქციების ზემოქმედებით გამოწვეული მთელი მათი რისხვა მიმართონ ვაშინგტონისკენ.

როჰანიმ აშშ-ი დაადანაშაულა როგორც ადრინდელი, ისე ამ კვირაში დაწესებული „ბარბაროსული“ სანქციებისთვის.

„უკანონო და არაადამიანური სანქციებითა და ტერორისტული ქმედებებით აშშ-მა ირანის ხალხს 150 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა“, - განაცხადა ჰასან როჰანიმ.

21 სექტემბერს აშშ-მა დაუწესა სანქციები ორ ათეულზე მეტ პირსა და ფირმას, რომლებიც ჩართული არიან ირანის ბირთვულ საქმიანობაში, ან სარაკეტო და ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში, როცა ვაშინგტონი ცდილობს ცალმხრივად განახორციელოს გაეროს იარაღის ემბარგო ირანის მიმართ.

დამსჯელი სანქციები ნაწილია ტრამპის ადმინისტრაციის შეტევისა ახალი სანქციებით, რაც ნაწილობრივ ეფუძნება გაეროს ადრინდელი სანქციების ეგრეთ წოდებულ, snapback-ს, აღდგენას, რომელსაც შეიცავს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება თეირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას შორის.

ამ შეთანხმებას ვაშიგტონი 2018 წელს გამოეყო.

„ჩემმა ქმედებებმა დღეს ცხადი გზავნილი გადასცა ირანის რეჟიმს და მათ, ვინც უარს ამბობს ირანს წინ აღუდგეს“, აცხადებს ტრამპი.

ახალი სანქციები აშშ-ს შესაძლებლობას აძლევს გაატაროს ზომები, აქტივების გაყინვის ჩათვლით, ყველა ფირმისა და პირის მიმართ, ვინც ირანს ეხმარება, აიცილოს გაეროს ემბარგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG