Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის პირადული თავდასხმებისთვის საპრეზიდენტო დებატების დროს


დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მრავალ პირადულ თავდასხმას ელოდება მათ პირველ სატელევიზიო დებატებზე, რომელიც 29 სექტემბერს გაიმართება.

"ეს რთული იქნება" - განაცხადა ბაიდენმა სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც 26 სექტემბერს გადაიცა არხზე MSNBC. "ვფიქრობ, ეს იქნება უბრალოდ პირდაპირი თავდასხმა. ისინი ძირითადად პირადულ თავდასხმებს მიმართავენ. ეს არის ის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მას შეუძლია" - თქვა ბაიდენმა ტრამპზე.

ეს დებატები იქნება პირველი შემთხვევა, როცა 77 წლის ბაიდენი და 74 წლის ტრამპი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბაიდენს დებატების დიდი გამოცდილება აქვს, მას ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში თანაპარტიელ დემოკრატებთან, პრაიმერისებამდე და მას შემდეგაც. ტრამპს 2016 წლის არჩევნებამდე დებატებში არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა.

ბაიდენმა MSNBC-ს უთხრა, ტრამპმა არ იცის ფაქტების შესახებ დებატების გამართვა და ბევრი არაფერი გაეგება საგარეო თუ საშინაო პოლიტიკისო.

სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" ანონიმურად დატოვებულ თანაშემწეებზე და მოკავშირეებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი დებატებისთვის ოფიციალურად არ ემზადება. ტრამპი აცხადებს, რომ საუკეთესო მომზადება მისი სამუშაოა, განსაკუთრებით ხშირად დაძაბული უთანხმოება ჟურნალისტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG