Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტს ყურადღებით აკვირდებიან


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტს დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ტრამპის თქმით, აშშ-ს რეგიონში კარგი კავშირები აქვს: „ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის შეჩერებას[საბრძოლო მოქმედებების]“.

ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქემ, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, გაცილებით ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს. ბაიდენმა თეთრ სახლს მოუწოდა, კონფლიქტის ზონაში მეტი დამკვირვებელი გაგზავნოს.

ჯო ბაიდენმა რუსეთს მიმართა, შეწყვიტოს კონფლიქტის ორივე მხარისთვის შეიარაღების ცინიკურად მიწოდება.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე. მთიანი ყარაბაღის სამხრეთში პოზიციების დაკარგვა დაადასტურა თვითაღიარებული რესპულიკის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG