Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 148 პაციენტი


ბოლო 24 საათში საქართველოში განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2054-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 3 პაციენტის გარდაცვალება.

28 სექტემბრის დილის მდგომარეობით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 5552;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2054;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 31;
  • კარანტინის რეჟიმში - 5637;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG