Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, 1 თბილისში


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების სამი ახალი შემთხვევიდან ორი ბათუმში დაფიქსირდა, ერთი კი, თბილისში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალნენ 65 და 70 წლის მამაკაცები, რომლებსაც რთული ანამნეზი ჰქონდათ. ერთს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, მეორეს - ინსულტი.

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა 57 წლის ქალი, რომელსაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

20-28 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG