Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან გაიხსნება


კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში მარტიდან დახურული საბავშვო ბაღები მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ ყველგან, აჭარის რეგიონის გარდა.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

აჭარაში საბავშვო ბაღები დახურული იქნება ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებამდე. სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება კორონავირუსის დაახლოებით 150-დან 290-მდე შემთხვევა. უმეტესობა აჭარის რეგიონში.

XS
SM
MD
LG