Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზედა კლასების მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნების თარიღი ჯერ უცნობია


საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს დაადასტურა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ 24 სექტმბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომ 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას განაახლებენ სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა.

საუბარია დიდ ქალაქებზე, სადაც 15 სექტემბერს სწავლა ისევ დისტანციური რეჟიმით განახლდა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატების გამო.

რაც შეეხება ზედა კლასებს, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ ამ საკითხზე დამატებით განცხადებას ახლო მომავალში გააკეთებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 24 სექტემბერს მიღებული გადაყვეტულებით, 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას განაახლებენ თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო ფოთის და გორის სკოლებში საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან თორმეტივე კლასის მოსწავლეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG