Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა ეკონომიკისა და განათლების სფეროს რეფორმების შესახებ


რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმირების პრინციპებზე შეთანხმებას. შეთანხმებაში კერძოდ ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან გამოყვანის მიზნით და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად ეკონომიკისა და განათლების სფეროებში ექსტრაორდინარული რეფორმები განხორციელდება.

შეთანხმება 7 ძირითად პუნქტს მოიცავს:

ეკონომიკა

მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნება

1. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, დარეგისტრირდება მფლობელის საკუთრებად;
2. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია დარეგისტრირდება სოფლის/თემის საკუთრებად;
3. სახელმწიფო საკუთრება – საწარმოები, მიწა და წიაღისეული (გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა), გადავა მოქალაქეების კერძო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ექნება ამ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება.

მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება

4. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-დე;
5. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში, შემუშავდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები;

განათლება

6. კერძო განათლება სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება;

7. საჯარო სკოლები მიიღებენ ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას“, – აღნიშნულია მემორანდუმში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აწერენ ხელს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს "გირჩმა", "ევროპულმა საქართველომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", და "ერთიანმა საქართველომ". მანამდე მათ გააფორმებს შეთანხმება ასევე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG