Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს შეტაკებების შეწყვეტისკენ, მთიან ყარაბაღში მსხვერპლი სულ მცირე 65 ადამიანს შეადგენს


ანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო, მას შემდეგ, რაც ძალადობის მორიგ ესკალაციას სულ მცირე 65 ადამიანი შეეწირა.

28 სექტემბერს გუტერეშს დაგეგმილი ჰქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე ელაპარაკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს - აცხადებს გუტერეშის პრესმდივანი, სტეფან დუიარიჩი

გუტერეში გამოდის წინადადებით ორმა მხარემ მოლაპარაკება გააგრძელოს და რეგიონში კვლავ დაუშვას ეუთოს დამკვირვებლები - ამბობს დუიარიჩი.

29 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭო სასწრაფო სხდომას გამართავს მთიან ყარაბაღში შეტაკებებზე მსჯელობის მიზნით, გერმანიის და საფრანგეთის თხოვნით.

შეტაკებები აჩენს შეშფოთებას, რომ მასში ჩაერთვებიან მსხვილი რეგიონული მოთამაშეები, რუსეთი და თურქეთი. ერევანმა უკვე დაადანაშაულა ანკარა "ადგილზე ძალების ყოლაში" და მისი მოკავშირისთვის, ბაქოსთვის, იარაღის, მათ შორის საფრენი აპარატების მიწოდებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG