Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ძიძიგური: ჩვენ როგორც პარტია, დავზიანდით „ოცნების“ შემადგენლობაში ყოფნისგან


ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური

საქართველოს "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ პარტია 8 წლის განმავლობაში ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ ნაწილი იყო და ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია აღარ ჰქონია. ამიტომ „ჩვენ როგორც პარტია, რა თქმა უნდა დავზიანდით ოცნების შემადგენლობაში ყოფნისგან“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტიის“ დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხზე საუბრისას:

„ვიყავით მუდმივად იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ჩვენ გუნდურობის პრინციპისთვის არ გვიღალატია არასდროს. მაგრამ ჩვენი პარტიული ინტერესი ამითი დაზარალდა. რა თქმა უნდა, ახლა როდესაც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მივიღეთ, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწია ფაქტობრივად“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგური, საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატია. მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იგი გახდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით. უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმა, ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებთან ერთად, 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის უმრავლესობის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტია“ დამოუკიდებლად ღებულობს მონაწილეობას. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG