Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი: აქციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს კალათბურთელი ალენა ლეუჩანკა


ალენა ლეუჩანკა
ალენა ლეუჩანკა

კალათბურთელი ალენა ლეუჩანკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბელარუსელი სპორტსმენია, ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

ლეუჩანკა, რომელიც მოძრაობა „ათლეტების თავისუფალი ასოციაციის“ წევრია, 30 სექტემბერს დააკავეს მინსკის აეროპორტში, როცა ის უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრებას აპირებდა.

ლეუჩანკას ადვოკატმა, მიხაილ კირილიუკმა თქვა, რომ გამომძიებლებმა ის მინსკში ლენინის რაიონის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს არასანქცირებულ საზოგადოებრივ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საინფორმაციო სააგენტო ტასი იტყობინება, რომ მინსკის ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა ლეუჩანკას დაპატიმრება.

ლეუჩანკა იყო ბელარუსის ეროვნული ნაკრების წევრი, თამაშობდა რუსეთის სუპერლიგასა და აშშ-ის WNBA-ში.

აგვისტოში 350-მდე ბელარუსელმა ათლეტმა და სპორტის სფეროს სხვა წარმომადგენელმა ღია წერილით მიმართა ლუკაშენკას. მათ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და „პოლიტიკური პატიმრებისა“ და საპროტესტო გამოსვლების დროს დაპატიმრებულთა განთავისუფლება მოითხოვეს.

ლუკაშენკამ, რომელიც უარს ამბობს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე, 23 სექტემბერს ჩუმად დადო საპრეზიდენტო ფიცი.

დასავლეთის ქვეყნები უარს ამბობენ ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობაზე და ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მოწოდებით გამოდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG