Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაცვლილებს ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდნენ


კორონავირუსით გარდაცვილი 2 პაციენტი ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდნენ. როგორც კლინიკაში განმარტავენ, გარდაცვლილებს თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.

78 წლის ქალს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე.

72 წლის მამაკაცს, ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა.

პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით 15 და 16 სექტემბერს შემოიყვანეს.

„ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდდადებით პაციენტს უტარდება მკურნალობის კურსი. გვყავს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-ამბობს „კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 295 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3714-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან გარდაიცვალა 43 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG