Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა განაცხადა, რომ "ვერ შეეგუება" თავდასხმებს ირანის მხარდაჭერით მოქმედი რაზმების მხრიდან ერაყში


ერაყელი სამხედროები აშშ-ის საელჩოსთან ბაღდადში, 2020 წლის იანვარი.
ერაყელი სამხედროები აშშ-ის საელჩოსთან ბაღდადში, 2020 წლის იანვარი.

ვაშინგტონმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ ის არ შეეგუება ერაყში ამერიკის ინტერესებზე თავდასხმას შეიარაღებული რაზმების მხრიდან, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს. ბაღდადმა შეშფოთება გამოთქვა ამერიკელების შესაძლო გაყვანის შესახებ.

"ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ მუქარას ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქალებისა და კაცების მიმართ, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ", განუცხადა ჟურნალისტებს დევიდ შენკერმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვაშინგტონში, ბრიფინგზე, 1-ლ ოქტომბერს.

შენკერმა არც დაადასტურა და არც უარყო შეერთებული შტატების სავარაუდო მუქარა ჯარების გაყვანის და საელჩოს დახურვის შესახებ ბაღდადში, თუ მათ წინააღმდეგ თავდასხმები არ შეწყდებოდა.

"ჩვენ ვმუშაობთ და მოველით მუშაობის გაგრძელებას ჩვენს ერაყელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პერსონალისა და ჩვენი ობიექტის უსაფრთხოება", თქვა მან.

30 სექტემბერს, რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა ერაყის ავტონომიურ ქურთულ რეგიონში, იმ ბაზის შემოგარენში, რომელსაც ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტია იყენებს, განაცხადა ამ დაჯგუფების მეთაურმა.

"ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ერაყში შეიარაღებული რაზმები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს და რომლებიც ძირს უთხრიან სტაბილურობას ქვეყანაში, თავს ესხმიან შეერთებულ შტატებს", განაცხადა შენკერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG