Accessibility links

რატიანი: ბათუმის რესპ. საავადმყოფოში ყველა პაციენტი ისეა მოვლილი როგორც ჩემს კლინიკაში


ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, რომელიც აჭარაში მყოფი COVID-ინფიცირებულები მოინახულა, ავტონომიურ რესპუბლიკაში პაციენტებისთვის შექმნილ პირობებს აფასებს.

„აჭარაში ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი ის არის, რომ მონიტორინგი გვეწარმოებინა აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში. პირველ ეტაპზე ვიყავით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ვნახეთ ყველა ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მათ აქვთ. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს კლინიკა შეესაბამება სტანდარტს, აქ ჩატარებული მკურნალობის კრიტერიუმები არის სახელმწიფო პროტოკოლზე დამყარებული. ასევე პაციენტებს იმ პროტოკოლით უვლიან, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. იმედია, რომ ყველა ერთად გადავლახავთ ამ პრობლემას და COVID-ის გარეშე ვიცხოვრებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ჩემს კოლეგებთან ერთად გავიარე ყველა პაციენტი და მინდა გითხრათ, რომ ყველა პაციენტი ისეა მოვლილი, როგორც ჩემს კლინიკაში“, - თქვა ლევან რატიანმა.

ბათუმში მყოფმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავარ გამოწვევად დაასახელა კრიტიკული პაციენტების მართვა. მისი შეფასებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ კრიტიკულმა პაციენტმა მიიღოს ყველა მომსახურება. „დღეს სტანდარტიზაციაა ყველაზე დიდი გამოწვევა: ის, რაც კეთდება თბილისში უნდა კეთდებოდეს ქუთაისშიც, ბათუმშიც და სხვაგანაც“, - დაამატა მან.

საქართველოში დღეს, 2 ოქტომბერს, დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 295 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3714-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 46 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG