Accessibility links

logo-print logo-print

თეთრი სახლი: კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი  „რამდენიმე დღით“ დარჩება საავადმყოფოში  


პრეზიდენტი ტრამპი სულ მცირე, რამდენიმე დღეს დაჰყოფს უოლტერ რიდის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში, მერილენდში, ბეთესდაში.

აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც 2 ოქტომბერს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია, რამდენიმე დღით დარჩება საავადმყოფოში, იტყობინება თეთრი სახლი. ტრამპი მერილენდში, ბეთესდაში, უოლტერ რიდის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენენმა განაცხადა, რომ "პრეზიდენტი ტრამპი კარგ განწყობაზეა, აქვს მსუბუქი სიმპტომები და დღის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, "საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ სიფრთხილის გამო ხდება, ექიმების და მედიცინის ექსპერტების რჩევით". პრეზიდენტი უოლტერ რიდში "იმუშავებს საპრეზიდენტო ოფისში", თქვა მან.

საავადმყოფოში გადაყვანამდე დონალდ ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ ის და ამერიკის პირველი ლედი თავს კარგად გრძნობენ, და მადლობას უხდის ყველას უდიდესი მხარდაჭერისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტის ავადმყოფობამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო ერთი თვე.

თეთრი სახლის ექიმმა, შონ კოლნიმ მანამდე განაცხადა, რომ 74 წლის პრეზიდენტი სუსტად იყო, მაგრამ თავს კარგად გრძნობდა და მიიღო ერთი დოზა ექსპერიმენტული პრეპარატისა, რომელიც ვირუსის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ანტისხეულებს შეიცავს.

კოლნიმ ასევე თქვა, რომ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი „კარგად არის, მხოლოდ მსუბუქი ხველა და თავის ტკივილი აწუხებს“

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეტოქე დემოკრატიული პარტიიდან, მიჩიგანში გაემგზავრა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის გასაგრძელებლად. ბაიდენს ტესტის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. დებატების დროს 29 სექტემბერს ტრამპს და ბაიდენს შორის ფიზიკური დისტანცია იყო.

ბაიდენი თვლის, რომ ტრამპის ქმედება პანდემიის მიმართ წარუმატებელი იყო. აშშ-ში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 208 ათასს.

ბოლო პერიოდის გამოკითხვების შედეგად, ბაიდენი ტრამპს უსწრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG