Accessibility links

logo-print logo-print

მაკრონი „ახალ მეთოდს“ სთავაზობს ფაშინიანსა და ალიევს მოლაპარაკების გასაახლებლად


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბრისას, მხარეებს შესთავაზა მოალაპარაკების დაწყების ახალი მეთიდი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, - ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ვებ-საიტი.

მაკრონის სიტყვებით, მუშაობა დაიწყება პარასკევს იმის გათვალისწინებით, რომ საფრაგნეთმა გაზარდა შუამავლობის ძალისხმევა როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანამ.

დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მაკრონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ ცეცხლი.

საფრანგეთის პრეზიდენტის სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა ოფიციალურმა ერევანმაც გაავრცელა, თუმცა ფაშინიანის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მაკრონის წინადადება ნახსენები არ არის“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG