Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: "ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია!"


მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა გაერთიანებული ოპოზციის საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის ვიდეო რგოლი და ცნობილ მომღერალს "პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტი" უწოდა.

„მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა. ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის - ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია. ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა“, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG