Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID 19-ის შემთხვევები 554-ით გაიზარდა


ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა აღირიცხა - მონაცემები სამთავრობო ვებსაიტზე, stopсov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8118-ს გაუტოლდა. მანამდე, ეს მაჩვენებელი 7564-ს შეადგენდა. აქედან, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ამჟამად იმყოფება 5392 პირი, ხოლო კლინიკებში 836 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და საერთო მაჩვენებელი 50-ს გაუტოლდა.

XS
SM
MD
LG