საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 416 აჭარიდანაა. კრიტიკული მძიმე 45 პაციენტია, მათგან 43 სასუნთქ აპარატზეა მიერთებული. მათგან 9 აფხაზეთიდან არის.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 72;
- იმერეთი - 44;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 23;
- ქვემო-ქართლი - 10;
- გურია - 8;
- შიდა ქართლი - 1;
- სამცხე-ჯავახეთი - 3;
- კახეთი - 1.
578 ახალი ინფიცირებულის დამატებით საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8 696-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში 375-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ეს რიცხვი 4 619-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსმა 52 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.