Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში მთავრობის მომხრე პარტიები არჩევნებში იმარჯვებენ, ოპოზიცია არ აღიარებს შედეგებს


ყირგიზეთის პრო-სამთავრობო „ერთობის" პარტიის მომხრეები წინასაარჩევნო კამპანიისას.
ყირგიზეთის პრო-სამთავრობო „ერთობის" პარტიის მომხრეები წინასაარჩევნო კამპანიისას.

ყირგიზეთის პრო-რუსულად განწყობილ პრეზიდენტთან, სოორონბაი ჟეენბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა გაინაღდეს ხმების უმრავლესობა 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ოპოზიცია არ აღიარებს შედეგებს და აცხადებს, რომ იყო დარღვევები.

5 ოქტომბრის დილის, თითქმის სრული, წინასწარი მონაცემებით, ოთხმა პარტიამ გადალახა 7 %-იანი ზღუდე და ისინი ადგილებს მოიპოვებენ 120 წევრიან „უზენაეს საბჭოში“.

მთავრობის კურსის მომხრე პარტია „ერთობამ“, რომელიც ახლახან შეიქმნა, 24,5% მიიმხრო. მას 23,88 %-ით მოჰყვება „სამშობლო ყირგიზეთი“ და მესამეა „ყირგიზეთის პარტია“, რომელსაც თითქმის 9% მიემხრო. ეს სამი პარტია მთავრობის მომხრე პოლიტიკური ჯგუფებია არიან ან ვითარების შენარჩუნების ინტერესი აქვთ. კიდევ ერთ პარტია, რომელმაც პარლამენტში ადგილები მოიპოვა, არის ნაციონალისტური, „ერთიანი ყირგიზეთი“, რომელსაც 7,13 %-მა დაუჭირა მხარი. „ერთობა“ და “სამშობლო ყირგიზეთი“ მხარს უჭერენ რუსეთთან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყირგიზეთის გაერთიანებას და მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებს უსაფრთხოების სფეროში.

დარჩენილმა 12 პარტიამ ვერ მოახერხა 7%-იანი ზღუდის გადალახვა. ამომრჩეველთა აქტიურობამ 56,5 %-ს მიაღწია.

მცირე პარტიებმა ბრალად დასდეს „ერთობას“, ჟეენბეკოვის მიმართ ლოიალურ ძალას, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა, რასაც ჯგუფი უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG