Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ საავადმყოფოს ტოვებს, თავს "მართლა კარგად" გრძნობს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტოვებს ვაშინგტონთან ახლოს მდებარე საავადმყოფოს, სადაც მას სამი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ COVID-19-სგან და ამბობს, რომ განკურნების პროცესს თეთრ სახლში გააგრძელებს.

"ნუ გეშინიათ კოვიდის. არ მისცეთ მას საშუალება გაბატონდეს თქვენს ცხოვრებაზე. ... თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ოცი წლის წინ" - წერს ტრამპი ტვიტერზე 5 ოქტომბერს.

თეთრი სახლის ექიმმა, შონ კონლიმ მოგვიანებით თქვა, რომ ტრამპი შესაძლოა ბოლომდე განკურნებული არ არის, მაგრამ მისმა მკურნალმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ პრეზიდენტის სტატუსი და პროგრესი ამართლებს "მის უსაფრთხო დაბრუნებას სახლში, სადაც მას უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება ექნება" უწყვეტად.

კონლიმ დაადასტურა, რომ ტრამპი კვლავ იღებს სტეროიდ დექსამეტაზონს და ასევე მიიღო პრეპარატ რემდესივირის სამი დოზა. კიდევ ერთ დოზას მას საავადმყოფოდან გაწერამდე მისცემენ, მეხუთეს - უკვე თეთრ სახლში. ექიმს ტრამპის მკურნალობის მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია.

5 ოქტომბერს ტრამპმა 20-მდე მესიჯი გაავრცელა ტვიტერით, ძირითადად ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. მისმა ავადმყოფობამ ქაოსი შეიტანა მის წინასაარჩევნო კამპანიაში.

კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხი აქვს პრეზიდენტის გარემოცვიდან სულ უფრო მეტი პირს, მისი ცოლის, მელანიას, მაღალი რანგის თანაშემწეების და რესპუბლიკელი სენატორების ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG