Accessibility links

logo-print logo-print

ბაგა ბაღების მართვის სააგენტო: ბაგა-ბაღები მზადაა ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის


თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაგა-ბაღები მზად არიან მუშაობა განაახლონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანახმად, საბავშვო ბაღების ეზოებში განთავსდა მინიშნებები და დეზობარიერები, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა.

მათივე ცნობით, ახალი რეგულაციით ბავშვები საწოლებში უნდა განთავსდნენ იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი სახით კონტაქტი, ასევე ბაღების სააგენტომ შეიძინა მეთოდური მასალები, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. ყველა სააღმზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, რათა ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირება მოხდეს.

"თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“, - განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით კი ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 710 ბაღიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 625 ბაღი აკმაყოფილებს. როგორ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა ბექა ფერაძემ, ბაგა-ბაღების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

აჭარის რეგიონის გარდა, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG