Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 7 ოქტომბრის დილის 11 საათის მონაცემებით კრიტიკულად მძიმეა 58 პაციენტი, რომელთაგან მართვით სუნთქვაზე 56 პაციენტი იმყოფება. მძიმე პაციენტებიდან 8 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 508 შემთხვევაა, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შემცირებულია აჭარაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობაც და საერთო რაოდენობის 51%-ს შეადგენს. ახალი შემთხვევები იზრდება თბილისში, სადაც გასულ დღე-ღამეში 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 9753-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა თებერვალში დადასტურდა. ამ დრომდე კორონავირუსის მქონე 62 პაციენტია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG