Accessibility links

კოვიდ-კლინიკებში პაციენტების გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევიდან 2 ბათუმშია


ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბოლო 24 საათში ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი. მათი მდგომარეობა რთული იყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 წლის ქალის დიაგნოზი იყო: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა. 70 წლის კაცს ჰქონდა COVID-19, თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უმარისობა და ღვიძლის ციროზი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კიდევ ორი პაციენტი, 88 წლის ქალი და 83 წლის კაცი თერჯოლის და თბილისის კოვიდ-ცენტრებში გარდაიცვალნენ.

ბოლო 24 საათში 4 პაციენტის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG