Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: საერთაშორისო თანამეგობრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს


სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხები არსებობის საფრთხის წინაშე არიან, რადგან ყველა დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტზე მუდმივად ხორციელდება სარაკეტო იერიშები.

Euronews-თან ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად მოქმედებენ თურქეთის მიერ დაქირავებული და გაგზავნილი ტერორისტული დაჯგუფებები. „ამ სიტუაციაში საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური ბრძოლა 27 სექტემბრიდან განახლდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტროლი აღადგინა არაერთ დასახლებულ პუნქტზე. სომხური მხარე ამას უარყოფს. დაღუპულია რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG