Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტი მზადაა გადადგეს, ახალი კაბინეტის დამტკიცების შემდეგ


ყირგიზეთის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟენებეკოვი ამბობს, რომ მზად არის გადადგეს მას მერე, რაც ახალი კაბინეტი დამტკიცდება, რათა ქვეყანაში დასრულდეს ძალაუფლების ვაკუუმი და ქაოსი.

"მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ლეგიტიმური აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩვენ კანონიერების გზას დავუბრუნდებით, მზად ვარ დავტოვო ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტი" - ამბობს ის 9 ოქტომბერს, პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყირგიზეთში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომლებიც მოჰყვა განცხადებებს ამორჩევლის მოსყიდვის და დარღვევების შესახებ არჩევნებზე, რომლითაც გამარჯვება მიანიჭეს მთავრობის მომხრე პარტიებს. ოპოზიციური პარტიები ამ შედეგს არ აღიარებენ.

ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გავიდა, ოპოზიციის მომხრეებმა 6 ოქტომბერს სამთავრობო შენობები დაიკავეს. რამდენიმე პოლიტიკური პარტია 9 ოქტომბერსაც გეგმავს აქციების ჩატარებას.

ამ დრომდე ოპოზიციურმა პარტიებმა შესძლეს კაბინეტის გადადგომის და საარჩევნო კომისიის მხრიდან არჩევნების შედეგის გაუქმების მიღწევა. თუმცა ისინი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს დროებით მთავრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG