Accessibility links

საქართველოში მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაგა-ბაღები


კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში მარტიდან დახურული საბავშვო ბაღები მუშაობას დღეიდან, 12 ოქტომბრიდან განაახლებენ ყველგან, გარდა აჭარის რეგიონისა, სადაც ეპიდაფეთქების გამო შეზღუდვები მოქმედებს.

თბილისში არ გაიხსნება რამდენიმე საბავშვო ბაღი, რომელთა თანამშრომლებს კორონავირუსი აქვთ. დედაქალაქში ინფიცირების შემთხვევების მატება იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. „იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგაწვდით”, - უთხრა 11 ოქტომბერს მედიას თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც აუცილებელია დეზობარიერის გავლა, ტემპერატურას გაუზომავენ აღსაზრდელებს და თანამშრომლებს. პირბადე სავალდებულოა მხოლოდ პერსონალისთვის. მშობლებს ეკრძალებათ შენობაში შესვლა. აკრძალულია სახლიდან საბავშვო ბაღში სათამაშოს მიტანაც.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით და პერიოდულობით უნდა მოხდეს შენობების დეზინფიცირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG