Accessibility links

კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 178 თბილისიდანაა, 196 - აჭარიდან


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 196 აჭარიდანაა. თბილისში მცირედით, 178-მდე შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 178;
  • იმერეთი - 65;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13;
  • მცხეთა-მთიანეთი - 4;
  • გურია - 1;
  • ქვემო-ქართლი - 15;
  • შიდა ქართლი - 6.

ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა. მძიმე პაციენტებიდან 8 აფხაზეთიდან არის, 1 - ცხინვალიდან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272 პირამდე გაიზარდა, მათგან 6 538 უკვე გამოჯანმრთელდა, 92 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG