Accessibility links

ტყიბულის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსის 20-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა


ფოტო არქივიდან

ტყიბულში ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი 18 მოსწავლესა და 4 მასწავლებელს დაუდასტურდა. ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ დაუდასტურდა.

მისი თქმით, კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მხოლოდ 120 პირია დადგენილი. ჯერ უცნობია, რა რეჟიმში გააგრძელებს სკოლა მუშაობას.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა. მძიმე პაციენტებიდან 8 აფხაზეთიდან არის, 1 - ცხინვალიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG