Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფიცირებულებისთვის თბილისში საწოლების მობილიზებას იწყებს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისში განთავსებული ის კლინიკები, რომლებიც ნაწილობრივ არიან ჩართული კოვიდთან ბრძოლაში, ამ პროცესში სრულად ჩაერთვებიან. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ახლა მათ ხელმძღვანელებთან შეხვედრები იმართება.

"საწოლების რაოდენობა ქვეყანაში არის საკმარისი, ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან გვაქვს დედაქალაქში ინფიცირების მატება, მოხდება დამატებითი საწოლების მობილიზება", - თქვა ტიკრაძემ.

მანვე თქვა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არის. კოვიდინფიცირებულებისთვის 150 აპარატია გამოყოფილი, კლინიკების სრულად ჩართვის შემთხვევაში კი ეს რაოდენობა გაიზრდება.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა და 200-ს უახლობდება. გასულ 24 საათში ვირუსი დედაქალაქში 178 პირს დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG