Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდ-კლინიკებში პაციენტების გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევიდან 3 აჭარაშია


ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბოლო 24 საათში, ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 81 წლის კაცის დიაგნოზი იყო: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხოლო თანმხლები დაავადებები: ალცჰეიმერი და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

69 წლის ქალის დიაგნოზი იყო: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხოლო თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია.

67 წლის კაცის დიაგნოზი იყო: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ხოლო თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და გულის ქრონიკული უკმარისობა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა თბილისში და ერთი საჩხერეში. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კოვიდ-კლინიკებში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 50 პაციენტი. მათგან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და 1 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 6 პაციენტის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა. აპრილის დასაწყისიდან გარდაცვლილია 91 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG