Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ფერაძე: დატრენინგებულმა აღმზრდელებმა ბავშვებს უკონტაქტო მისალმება უნდა ასწავლონ


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად საბავშვო ბაღის აღმზრდელებიც უნდა გადამზადდნენ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობაც უნდა დადგინდეს.

"პერსონალი უნდა იყოს დატრენინგებული და უნდა ახდენდეს იმ უნარ-ჩვევების შესწავლას ბავშვებისთვის, როგორიცაა უკონტაქტო მისალმების ხერხები, შეჯიბრი ხელების დაბანაში", - განაცხადა ფერაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სახლიდან ბავშვებს სათამაშოების მიტანა ეკრძალებათ, საბავშვო ბაღებში კი აკრძალულია ისეთი ნივთების გამოყენება, რომელთა რეცხვა/დეზინფექციაც რთულია.

დღეიდან, 12 ოქტომბრიდან საქართველოში საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG